გამარჯობა ქართველო სტიმერებო,
(არ ვიცი რამდენად არიან აქ ქართველები, მაგრამ სავარაუდოთ არიან. მე ხომ ვარ:) ? )
მოკლედ დღეს 2017 წლის 20 დეკემბერია და მე ვწერ სტიმზე გამომუშავებული კრიპტოვალუტების ოპტიმიზაციის შესახებ.
ვიღაცამ იცის, ვიღაცამ კი არა, რომ სტიმზე მოწონებების მიხედვით დაგროვილი პოსტის ღირებულება განისაზღვრება აშშ დოლარებში $$$. თუმცა აქ არის ერთი დეტალი - როდესაც ვიყენებთ გადახდის მეთოდს 50/50-ზე, ამ დროს ჩვენი "გასამრჯელოს" ნახევარი არის სტიმი, ხოლო მეორე ნახევარი კი სტიმით გამყარებული დოლარი ანუ SBD.
საქმე იმაშია, რომ SBD არის ე.წ USD Pegged ანუ დოლარზე მიმაგრებული ვალუტა. მისი შექმნის დღიდან ასე იყო განსაზღვრული და წესით მისი ღირებულება 1 დოლარს + - 10% უნდა ყოფილიყო. ამიტომაც steemit.com-ზე SBD ყოველთვის უდრის 1 დოლარს. შესაბამისად, როდესაც ჩვენი პოსტის საავტორო ნაწილის ფასი არის მაგალითად 10 დოლარი, ეს ნიშნავს, რომ მასში არის გათვალისწინებული 5 დოლარის სტიმი (მიმდინარე კურსის მიხედვით) და 5 დოლარის SBD. ეს უკანასკნელი კი ასევე 5-ია რადგან სტიმიტზე როგორც უკვე ავღნიშნე ერთი SBD გაიგივებულია ერთ დოლართან.
დღეს ერთი SBD მართალია სტიმიტზე ერთი დოლარის ექვივალენტია, მაგარამ მისი საბაზრო გაცვლითი კურსი არის 15 დოლარი. ანუ რეალურად თქვენი პოსტი, რომელსაც ქვეშ 10 დოლარის ღირებულება უწერია შედგება დაახლოებით 75% საავტორო გასამრჯელოთი და 25% საკურატორო გასამრჯელოთი. თქვენი წილი არის საავტორო. შესაბამისად 7.5 დოლარი. აქედან კი ნახევარი არის SBD ანუ 3,75. მეორე ნახევარი კი არის ამავე მოცულობის შესაბამისი სტიმი, ანუ 3,75 დოლარის შესაბამისი. თუ სტიმი 3,75 დოლარი ღირს, მაშინ გამოდის რომ მეორე ნახევარი არის ერთი სტიმი.
დავუბრუნდეთ ისევ SBD ნაწილს, რომელიც 3,75 გამოვიდა. რამდენია იგი რეალურად?
გავიხსენოთ, რომ როგორც უკვე ზემოთ დავწრე მისი კურსი დოლართან მიმართებაში არის ერთი 15-თან. ანუ 3,75 SBD რეალურად არის 15-ჯერ მეტი ოდენობის ერთეული აშშ დოლარში, უფრო კონკრეტულად კი 56,25 აშშ დოლარი.
ეხლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ თქვენი პოსტის გადახდის ოპციაში აირჩიეთ 100% power up ვარიანტი. ამ შემთხვევაში თქვენ უბრალოდ მიიღებთ 7.5 დოლარის სტიმს, რომელიც გაცილებით ნაკლებია ვიდრე 56,25 დოლარი. რატომ? იმიტომ, რომ ამ პოსტის დაწერის მომენტში 1 SBD = 4,5 სტიმს. შესაბამისად ნაცვლად იმისა, რომ გადახდის ნახევარი 4.5-ჯერ მეტი ოდენობით მიიღოთ, თქვენ რეალურად იღებთ 4,5-ჯერ ნაკლებ 50%-ს ანუ 2,75-ჯერ ნაკლებ ღირებულებას ჯამში.
ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ რაც უნდა გვახსოვდეს ყოველთვის და აუცილებლად არის შემდეგი:
მადლობა ვინც წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ,
წარმატებებს გისურვებთ!