გურამ დოჩანაშვილი - / ბაქანი / - ქართული პროზა ბლოკჩეინზე

Words
102
Reading
1 min
Listen
Play
8y

ბაქანი

ბაქანს თეთრად შეღებილი კედლები ჰქონდა და წარწერა ეკეთა. კედლებზე ვიღაცეების სახელები იყო დაჩხაპნილი. ბაქანთან მოხუცი მეისრე იდგა, ყვითელი ბაირაღით ხელში. მოხუცს უყვარდა ბაქანი. შენობა იყო ძალიან პატარა, იყო ძალიან მშვიდი და ელოდებოდა მატარებლებს. მატარებლები მოდიოდნენ, ჩერდებოდნენ, ხალხი ჩამოდიოდა და ადიოდა კიბეებზე. მოხუცის თვალში ბაქანი ცოცხლდებოდა და თითქოს შესციცინებდა მატარებელს. ბაქანი იყო ერთგული გამცილებელი და მას ისე კარგად შეეძლო დახვედრა, თუ გაუჩერდებოდნენ… მოხუცს ძალიან უყვარდა პატარა, თეთრი შენობა.
ხანდახან მოდიოდნენ ჩქარი მატარებლები. მათ დიდი ქალაქების სახელები ეწერათ ვაგონებზე. ბაქანი თითქოს შორიდანვე უყურებდა მატარებლებს, ელოდებოდა მათ გაჩერებას.
ჩქარი მატარებლები არ ჩერდებოდნენ პატარა ბაქანზე. მოხუცს ეჩვენებოდა, რომ ბაქანი იყო გულდაწყვეტილი და სადღაც, გვერდზე იყურებოდა.

გურამ დოჩანაშვილი - / ბაქანი / - ქართული პროზა ბლოკჩეინზე | Ecency